სალაჰმა ვან პერსის შედეგი გააუმჯობესა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში, მერსისაიდული დერბი გაიმართა, რომელიც "ლივერპულის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. "ლივერპულის" გამარჯვებაში ლომის წილი მოჰამედ სალაჰმა დაიდო - ეგვიპტელმა ვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.
"ევერტონის" კარში გატანილი 2 გოლის შემდეგ, სალაჰს პრემიერ ლიგაში გატანილი 146 გოლი დაუგროვდა, რითიც რობინ ვან პერსის გადაასწრო და მე-12 პოზიციაზე დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში შესვლამდე მოჰამედ სალაჰს მხოლოდ 4 გოლი აშორებს. მე-11 პოზიციაზე მყოფ ლეს ფერდინანდს 149, ხოლო მეათეადგილოსან მაიკლ ოუენს 150 პრემიერ ლიგური გოლი აქვს გატანილი. პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კი ალან შირერია, რომელმაც 260 გოლის გატანა შეძლო.