Belive

სალაჰიდან ნუნიესამდე - როგორ დახარჯა ლივერპულმა 600 მილიონი?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,ლივერპულის'' მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის დანიშვნის შემდეგ, ,,მერსისაიდელებმა'' არაერთი ფეხბურთელი გაიფორმეს, რომლებიც ,,ენფილდზე'' ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ლივერპულელების მიერ ტრანსფერებში დახარჯულმა თანხამ შედეგი გამოიღო - გუნდმა სანატრელი პრემიერლიგაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ითამაშა. საფეხბურთო ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ლივერპულის'' ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები დაასახელა. საინტერესოა, რომ ტოპ 15 ტრანსფერს შორის 12 სწორედ გერმანელი სპეციალისტის ეპოქაში, 2015 წლიდან განხორციელდა.
15. ტიაგო ალკანტარა - 27 მილიონი ფუნტი, 2020 წელი 14. რობერტო ფირმინო - 29 მილიონი ფუნტი, 2015 წელი

13. კრისტიან ბენტეკე - 32.5 მილიონი ფუნტი. 2015 წელი 12. სადიო მანე - 34 მილიონი ფუნტი, 2016 წელი 11. ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 35 მილიონი ფუნტი, 2017 წელი 10. ენდი ქეროლი - 35 მილიონი ფუნტი, 2011 წელი 9. იბრაჰიმა კონატე - 36 მილიონი ფუნტი, 2021 წელი 8. ფაბინიო - 40 მილიონი ფუნტი, 2018 წელი 7. მოჰამედ სალაჰი - 43 მილიონი ფუნტი, 2017 წელი

6. დიოგო ჟოტა - 45 მილიონი ფუნტი, 2020 წელი 5. ლუის დიასი - 50 მილიონი ფუნტი, 2022 წელი 4. ნაბი კეიტა - 52 მილიონი ფუნტი, 2018 წელი 3. ალისონი - 65 მილიონი ფუნტი, 2018 წელი 2. ვირჯილ ვან დაიკი - 75 მილიონი ფუნტი, 2018 წელი 1. დარვინ ნუნიესი - 85 მილიონი ფუნტი, 2022 წელი

სხვა სტატიები