Belive

ლივერპული 17 წლის შემდეგ გენერალურ სპონსორს იცვლის

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა სარეკორდო, 348 მილიონიანი გარიგება შეათანხმა. მერსისაიდელები 17 წლიან თანამშრომლობას ასრულებენ და პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სარეკლამო კონტრაქტს აფორმებენ.

ლივერპულის პრესსამსახურმა ტიტულოვანი სპონსორის შეცვლა გამოაცხადა - მომდევნო სეზონიდან მერსისაიდული კლუბის მაისურებზე Standard Chartered Bank-ს Turkish Airlines-ი ჩაანაცვლებს.

Liverpool Echo-ს ცნობით, ახალი გრძელვადიანი შეთანხმების შედეგად ინგლისური გრანდი დაახლოებით 348 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში სარეკორდო სპონსორული გარიგებაა. მერსისაიდული კლუბი ტიტულოვან სპონსორს 17 წლის განმავლობაში პირველად იცვლის.

პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, ლივერპულმა სამი მატჩი ითამაშა და ხუთი ქულა მოაგროვა. ანდონი ირაოლას გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად მეექვსე ადგილს იკავებს.

გიორგი მამარდაშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს. მატჩი ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები