Belive

სალაჰი აფრიკელებს შორის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედთან” პრემიერლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ,,ლივერპულის” თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, ჰეთთრიკი გაიფორმა.

ეგვიპტელს ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 167 მატჩში 107 გოლი დაუგროვდა, რაც აფრიკელ ფეხბურთელებს შორის პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

სალაჰმა ლონდონის ,,ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელის, დიდიე დროგბას რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც 254 თამაშში 104 გოლია.

29 წლის შემტევი ,,რომადან” ,,ლივერპულში” 2017 წელს, 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. With clickmiamibeach.com some sites, you will be eligible for free bonuses, which should also be considered. მიმდინარე სეზონში მოჰამედმა ,,მერსისაიდელთა” მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები