Belive

"საკულტო 7-ნომრიანი მაისური წნეხში არ მაქცევს" - მეისონ მაუნტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა - მეისონ მაუნტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საკულტო 7-ნომრიანი მაისური წნეხში არ აქცევს. მაუნტის მტკიცებით, იდეალურად ესმის, თუ რამხელა დატვირთვა აქვს 7-ნომრიან მაისურს, მაგრამ ეს მისთვის მხოლოდ მოტივაციაა.

რა თქმა უნდა, ვიცი, თუ რამხელა დატვირთვა აქვს 7-ნომრიან მაისურს, მაგრამ ეს მომწონს. ეს მასიური კლუბია და ამ ნომერს საკულტო დატვირთვა აქვს - ამიტომ ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბავშვობაში დევიდ ბექჰემის ფანი ვიყავი.

უზომოდ ბედნიერი ვარ, იმ გარემოებით, თუ როგორ მოვერგე გუნდს. იდეალურად მესმის, თუ რას ითხოვენ მენეჯერები. ვსწავლობ ყველაფერს და ვცდილობ უკეთ გავუგო ჩემს თანაგუნდელებს. მინდა ჩემი თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესო, რასაც უმოკლეს დროში შევძლებ. - მეისონ მაუნტი.

შეგახსენებთ, სხვადასხვა დროს "მანჩესტერ იუნაიტედის საკულტო 7-ნომრიანი მაისური ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს ეცვათ, როგორიცაა: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ.

სხვა სტატიები