Belive

საკი: ,,მილანი უკვე გუნდი აღარ არის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, ,,დერბი დელა მადონინაში'' მარცხის შემდეგ, ,,როსონერი'' მკაცრად გააკრიტიკა:

,,მილანი უკვე გუნდი აღარ არის. ეს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში იყო შესამჩნევი. თითქოს, ,,ინტერი'' სპარინგ-პარტნიორთან თამაშობდა. ,,მილანის'' ფეხბურთელები ყოველთვის მეტოქის უკან დარბოდნენ და გამუდმებით იგვიანებდნენ. ხუთ მცველზე გადაწყობამ დაბნეულობა შექმნა და ბოლო წლების ნამუშევარი წყალში ჩაყარა.

რამდენი დარტყმა ჰქონდა გუნდს კარისკენ პირველ ტაიმში? ნული... ეს ,,ინტერის'' მონოლოგი იყო და პირველი ნახევარი მათი დომინირებით დასრულდა. ისინი თავს კომფორტულად გრძნობდნენ,'' - საკის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი ციტირებს.

სერია A-ს 21-ე ტურში ,,ინტერმა'' ,,მილანს'' 1:0 მოუგო.

პიოლის გუნდი 38 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა. ..როსონერის'' იტალიის ჩემპიონატში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია (ზედიზედ 3 წაგება) აქვს.

სხვა სტატიები