Belive

"სახლში დაბრუნება ძალიან მინდა, ახლა ყველაფერი კლუბების გადასაწყვეტია" - ჩავიმ ღიად ისაუბრა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ბარსელონაში" ჩავი ერნანდესის მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნება კიდევ უფრო რეალური ხდება, რადგანაც ამის შესახებ თავად ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა და ახალბედა მწვრთნელმა ისაუბრა. ეს ყველაფერი ყატარის ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩის შემდეგ მოხდა, რომელშიც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა, "ალ-სადმა" "ალ-დუჰაილთან" ფრე ითამაშა (3:3), შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, როგორც კადრში ჩანს, იგი კლუბში ყველას დაემშვიდობა.

"მე დღეების განმავლობაში ვესაუბრები "ბარსას", ეს ასეა. ძალიან მინდა სახლში დაბრუნება. იმედია ეს მოხდება. კონტრაქტი მაქვს და ახლა კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ. მათ უკვე იციან ჩემი პოზიცია", - თქვა 41 წლის სპეციალისტმა.
ბლაუგრანას” ლეგენდამ კლუბში 17 წლის განმავლობაში 767 მატჩი ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა, 185 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 8-ჯერ ლა ლიგა. სამწვრთნელო კარიერა ჩავიმ 2019 წელს დაიწყო და მას შემდეგ, “ალ-სადთან” ერთად 7 ტიტულის მოგება მოახერხა: ყატარის ჩემპიონობა, ორ-ორჯერ ქვეყნის თასი და ლიგის თასი და ერთხელ, სუპერ თასი. მისი კონტრაქტი ყატარულ "ალ-სადთან" 2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.  

სხვა სტატიები