Belive

საინტერესო ცვლილებები - როგორია ქართველების რეიტინგი FIFA 21-ში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
FIFA 21 ყველა მოთამაშისათვის ხელმისაწვდომი ძალიან მალე, 9 ოქტომბრიდან იქნება. ვიდეოთამაშში არსებული ყველა, მათ შორის ქართველი ფეხბურთელების რეიტინგები ოფიციალურად გახდა ცნობილი. საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ქართველი საბა ლობჟანიძეა. "ანკარაგუჯუს" ვინგერს 73 რეიტინგი მიანიჭეს.  გარდა ამისა, FIFA 21-ში საბა ყველაზე სწრაფი ქართველია.
კვლავ მე-2 პოზიციაზეა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც წინა წელთან შედარებით რეგრესი განიცადა. 21 წლის ფეხბურთელის რეიტინგი 2-ით შემცირდა და ახლა 72-ს შეადგენს.
IMG_20200930_023425
სამწუხაროდ, FIFA 21-ში ვერ ვიხილავთ საბა კვირკველიას. თამაშში რუსული კლუბების ძალიან მცირე ნაწილია შეტანილი, მათ შორის კი არაა ქართველი მცველის ახალი გუნდი "როტორი".

ვაკო ყაზაიშვილი (72) 

გიორგი ქვილითაია (71)

ოთარ კიტეიშვილი (71) 

დავით ხოჭოლავა (70) 

გიორგი ხარაიშვილი (69) 

ვაკო გვილია (68) 

გურამ კაშია (68) 

ოთარ კაკაბაძე (68)

ლევან შენგელია (67) 

გიორგი პაპუნაშვილი (67) 

გიორგი აბურჯანია (67)

სხვა სტატიები