Belive

საინტერესო მომენტი ლა ლიგაში - იაგო ასპასმა ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-16 ტურში "სელტა" შინ "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრაში პირველი გოლი ვიგოელთა ლეგენდამ, იაგო ასპასმა გაიტანა. ესპანელი თავდამსხმელი გოლის შემდეგ დაზიანდა, რის შემდეგაც მან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. ასპასს "ვალენსიასთან" მატჩში ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვამდე ერთი გაფრთხილება აკლდა. 34 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც იგრძნო, რომ შემდეგ შეხვედრას "მალიორკასთან" დაზიანების გამო მაინც გამოტოვებდა, მთავარ არბიტრს თავი განზრახ გააფრთხილებინა. ამ საქციელით ასპასს ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ყვითელი ბარათების ლიმიტის პრობლემა აღარ ექნება.

სხვა სტატიები