რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ბილბაოსთან შეხვედრაში?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-11 ტურში ,,ბილბაომ'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
,,ღამურების'' ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც SofaScore-სგან 7.4-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ გოლის ავტორებს - უგო დუროსა (8.2) და ფრან პერესს (8.5) ჩამორჩა.
მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია, ბურთს სულ 39-ჯერ შეეხო და 30-დან 13 (43%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
7 ქულით შეაფასა ქართველი მეკარის თამაში Whoscored-მა.
11 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 15 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა. მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 5 ნოემბერს, ,,გრანადასთან'' შინ გამართავს.