საფრანგეთი კვლავ შეუჩერებელია - მბაპემ კლოზეს გაასწრო
მუნდიალის საპლეიოფო ფაზაში საფრანგეთიც ჩაერთო. "ლე-ბლემ", შვედეთის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე ძალიან დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
საფრანგეთი მატჩის დასაწყისშივე შეუდგა საქმეს და დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. პირველი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, მაგრამ თამაშგარის გამო, ფრანგთა კაპიტანს, გოლი გაუუქმეს. ამის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც მაიკლ ოლისე ძალიან ახლოს იყო, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლთან, მაგრამ მისი მაკრატელა ძელს მოხვდა და დამატებაზე ვერც დემბელემ ივარგა. საბოლოოდ, საფრანგეთმა, პირველი ტაიმი, ისევ მბაპეს გოლით მოიგო, როდესაც ტაიმის მიწურულს, კუთხურიდან დემბელემ, ოლისემ და კილიანმა ბურთი გაათამაშეს და ფრანგთა კაპიტანმა საკუთარი ნაკრები დააწინაურა. ამ გოლიდან მალევე, შვედებს კარგი შეტევა ჰქონდათ, მაგრამ ელიოტ შტრუდის დარტყმული, ფრანგთა კარს აცდა.
მომდევნო 45 წუთი შვედეთი საკმაოდ ინერტული იყო და თამაში საფრანგეთს მიჰყავდა. მატჩის 53-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლამ საფრანგეთის უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა. 74-ე წუთზე კი, კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა. დღევანდელი დუბლით, მბაპეს, მსოფლიო ჩემპიონატებზე, 18 გოლი დაუგროვდა და მიროსლავ კლოზეს გადაასწრო. ამ ეტაპზე, მას მხოლოდ ლეო მესი უსწრებს 19 გოლით.
"ლე-ბლემ", ამ გამარჯვებით, მერვედფინალის საგზური მოიპოვა სადაც პარაგვაის დაუპირისპირდება.
🚨🇫🇷 OFFICIAL: FRANCE SHOW TO FLY TO WORLD CUP ROUND OF 16!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 30, 2026
SWEDEN ARE ELIMINATED. ❌🇸🇪
Who’s been your Man of the Match? pic.twitter.com/N0FoDpSHtU