Belive

სადისციპლინო კომიტეტმა დინამო თბილისი და ქუთაისის ტორპედო დასაჯა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა ეროვნული ლიგის მეათე ტურში ქუთაისის ,,ტორპედოსა'' და ,,დინამო თბილისის'' შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე გუნდი დასაჯა. კომიტეტის გადაწყვეტილება:
  • ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს 2 400 ლარის ოდენობით.
  • ქუთაისის ტორპედოს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს.
  • ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით.
  • 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს - გიორგი პაპავას.
  • 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს - დიმიტრი ანტილევსკის.
  • ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელს - ევგენი ტაიკევიჩს. 
  • ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს - ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტს - შოთა ბაბუნაშვილს. 
  • ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს - თეიმურაზ ჯანაშიას. 

სხვა სტატიები