Belive

სადიო მანე ფრანგული კლუბის მფლობელი გახდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ალ ნასრისა" და სენეგალის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, სადიო მანემ საფრანგეთში საფეხბურთო გუნდი შეიძინა.

კონკრეტულად, 31 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის მეოთხე ლიგის წარმომადგენელ "ბურჟეში" ინვესტირება გადაწყვიტა.

"ლივერპულის" ყოფილმა შემტევმა გუნდის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა. ამ ინფორმაციას ქალაქის ხელისუფლებაც ადასტურებს.

საფრანგეთის მეოთხე ლიგაში "ბურჟემ" 7 ტურის შემდეგ, მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა და B ჯგუფში მე-13 პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება უშუალოდ სადიო მანეს, მან მიმდინარე სეზონში, საუდის არაბეთის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში 14 მატჩში 8 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები