Belive

არნე სლოტი: ,,პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, პრეტენდენტები სხვა გუნდებიც არიან''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი ,,პარი სენ ჟერმენს'' ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევს:

,,დიახ, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. თუმცა, მათთვის სამწუხაროდ, პრეტენდენტები სხვა გუნდებიც არიან. წინ 2 მატჩია და გადამწყვეტი როლი, შესაძლოა, იღბალმა შეასრულოს.

ჩემპიონატს იგებს გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში საუკეთესო იყო, მაგრამ, რთულია, იგივე თქვა ორმატჩიან დაპირისპირებაზე, რომელზეც გავლენა, შესაძლოა, იღბალსა და მსაჯსებსაც ჰქონდეთ. საბედნიეროდ, გაგვიმართლა, რომ პარიზშიც და აქაც შესანიშნავი მსაჯები გვყავდა.

თუ პარი სენ ჟერმენი ასე თამაშს გააგრძელებს და ფეხბურთელები ფორმას შეინარჩუნებენ, მათ ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი ექნებათ.'' - არნე სლოტი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში დღეს, ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' დაპირისპირებაში გაირკვევა.

სხვა სტატიები