Belive

სად არის ჯეიკ ნიკლსი, ბიჭი რომელმაც ჯერარდი დატროლა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ეს მომენტი სტივენ ჯერარდის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. 2009 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში "My Captains Book", მერსისაიდული გრანდის ლეგენდა ამტკიცებს, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოედანზე გასასვლელ გვირაბში გაიღიმა. ჯერარდის მტკიცებით, ჯეიკი რომ სრულწლოვანი ყოფილიყო კისერს მოუგრეხდა. 2006 წლის 5 თებერვალს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. მილიონობით გულშემატკივარს აღნიშნული მატჩი მოედანზე გასასვლელ გვირაბში მომხდარი ინციდენტით დაამახსოვრდა - "ჩელსის" მასკოტმა, ჯეიკ ნიკლსმა სტივენ ჯერარდი დატროლა.
მომხდარის შემდეგ, "ლივერპულის" ლეგენდამ აღიარა, რომ ჯეიკის ხუმრობით განაწყენებული არ იყო. ჯეიკის ხუმრობამ "ჩელსის" ფეხბურთელებიც გაამხიარულა. "ჯერარდთან არ მისაუბრია, მას ყურადღების მისაქცევად დავუძახე. ნანახმა კლოდ მაკელელე და მიკაელ ესიენი გაამხიარულა - ჯონ ტერიმ კი თავზე ხელი გადამისვა. ვფიქრობ ხუმრობით ყველამ ისიამოვნა, მათ შორის ჯერარდმაც." "მომდევნო დღეს სკოლაში და დედაჩემთან სატელოფონო ზარები არ წყდებოდა. ყველა ჩემთან ინტერვიუს ითხოვდა. თანაკლასელების მშობლებს ჩემთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება სურდათ", - აღნიშნა ჯეიკ ნიკლსმა.
Untitled
ჯეიკ ნიკლსი 19 წლისაა და "North Greenford United"-ის ღირსებას იცავს. აღნიშნული გუნდი ინგლისის South Midlands League-ის ბინადარია. კარიერის მანძილზე, ჯეიკი ინგლისის სამხრეთი ნაციონალური ლიგის გუნდის, "დულვიჩ ჰამლეტის" ღირსებასაც იცავდა და იმედოვნებს, რომ თავის დამკვიდრებას და განვითარებას შეძლებს. "ამ წუთისათვის განვითარებაზე და წინსვლაზე ვფიქრობ. სხვადასხვა კლუბებში საკმაოდ კარგად ვითამაშე, მათ შორის "ტონსერის" ოლ სტარის გუნდსაც ვუკაპიტნე. ვიმედოვნებ, რომ შანსი ძალიან მალე მომეცემა", - აღნიშნა ჯეიკმა. ჯეიკ ნიკლსის მტკიცებით, იგი კვლავ ესწრება "არისტოკრატების" საშინაო და საგარეო მატჩებს. ჯეიკი იმედოვნებს, რომ მომავალში "ჩელსის" ღირსებას დაიცავს.

სხვა სტატიები