Belive

საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს ნაკრების პოტენციურმა მეტოქემ, საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა შემადგენლობა შეარჩია.

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიემ ყაზახეთთან საშინაო, ნახევარფინალური მატჩის და გამარჯვების შემთხვევაში, სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ურუგვაელმა სპეციალისტმა აღნიშნული მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: ვლახოდიმოსი, პასჩალაკისი, ათანასიადისი, დიუდისი

მცველები: ციმიკასი, მავროპანოსი, ჰაძიდიაკოსი, კულიერაკისი, სალიაკასი, რეცოსი, ცაველასი, როტა, ბალდოკი

ნახევარმცველები: ბაკასეტასი, ბუხალაკისი, კურბელისი, ჰაციგიოვანისი, მანდალოსი, სიოპისი, ზეკა

თავდამსხმელები: იოანიდისი, მასურასი, პელკასი, კონსტანტილიასი, იაკუმაკისი, პავლიდისი, ცოლისი

სხვა სტატიები