Belive

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი: ,,საქართველოსთან თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ყაზახეთთან, ევროპის ჩემპიონატზე გავალთ''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა, დიმიტრიოს პელკასმა, ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,შესანიშნავი საღამო გამოვიდა! შედეგით ბედნიერი ვარ, მაგრამ ზეიმს დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ, რადგან წინ ფინალი გველის! მიხარია, რომ მატჩის დასრულება პირველივე ტაიმში შევძელით.

ვფიქრობ, სამშაბათს საქართველოსთან განსხვავებული მატჩი გველის. მეტოქის შესწავლას ხვალიდან დავიწყებთ, რადგან აქამდე მხოლოდ ყაზახეთზე ვიყავით კონცენტრირებულნი. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, რათა ზაფხულში გერმანიაში ვითამაშოთ!

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ საერთაშორისო ტურნირზე თითქმის არცერთ ჩვენგანს არ გვიასპარეზია. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბოლო მატჩში, მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ!'' - დიმიტრიოს პელკასი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა ყახაზეთს 5:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც საქართველოს შეხვდება. ფინალური დაპირისპირება 26 მარტს თბილისში გაიმართება.

სხვა სტატიები