Belive

ბერძნული მედია: ,,საქართველო არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება ყაზახეთი''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოსა და საბერძნეთს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრას ბერძნული მედია ეხმაურება:

,,ყაზახეთთან მატჩის მსგავსად, 26 მარტის ბრძოლა, რომელიც სტუმრად გვიწევს, ჩვენთვის ათწლეულის თამაშია! ეს არის მატჩი, რომელმაც ოცნება უნდა აგვიხდინოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაგვიყვანოს. ამას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი და ისტორიული მნიშვნელობა ექნება.

ველოდით, რომ ყაზახეთი ამაზე უკეთესი იქნებოდა. თუმცა, შესაძლოა, გადამწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ ჩვენმა ნაკრებმა ასე კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ 45 წუთში.

თუმცა, საქართველო არც გუნდურად და არც ინდივიდუალურად არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება ყაზახეთი. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისგან და სამწვრთნელო შტაბის მხრიდან, ალბათ, ამ მატჩისთვის სხვა მიდგომა დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, ყაზახეთთან შედარებით უფრო ტექნიკური გუნდის წინააღმდეგ მეტი სიფრთხილე იქნება საჭირო.'' - წერს Gazzetta.gr

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა ყახაზეთს 5:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც საქართველოს შეხვდება. ფინალური დაპირისპირება 26 მარტს თბილისში გაიმართება.

სხვა სტატიები