Belive

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საბერძნეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პანათინაიკოსის'' მცველი, ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბერძნული მედიის ცნობით, ფეხბურთელის ცხედარი საკუთარ სახლში, საცურაო აუზში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბალდოკმა კარიერის უდიდესი ნაწილი ინგლისში გაატარა. მიმდინარე წლის 29 მაისს კი ,,პანათინაიკოსთან'' 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მარჯვენა მცველს საბერძნეთის ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბალდოკმა 26 მარტს თბილისში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა.

სხვა სტატიები