Belive

საბალეტა: "მანჩესტერ სიტი მესის იდეალურ პირობებს სთავაზობს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი მოთამაშე არგენტინელი პაბლო საბალეტა ლეო მესის პრემიერ ლიგაში თამაშს ურჩევს. საბალეტა, მესის ყოფილი მეწყვილე არგენტინის ნაკრებიდან, მიიჩნევს,რომ ამ ზაფხულს ლეო მესის "ბარსელონას" დატოვება და "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა მართებს. არგენტინელმა მცველმა კარიერის საუკეთესო წლები "ქალაქელების" რიგებში გატაარა და თვლის, რომ მისი ყოფილი გუნდი ლეო მესის იდეალურ პირობებს სთავაზობს კარიერის ინგლისში გასაგრძელებლად. "ბარსელონას" სუპერვარსკვალვის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მესი უახლოეს მომავალში კატალონიურ კლუბს დატოვებდა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი "ბარსელონას" მძიმე ფინანსური მდგომარეობა სახელდებოდა. The Mirror-თან საუბრისას საბალეტამ განაცხადა:
"თუ მესი "ბარსელონას" დატოვებას გადაწყვეტს და საუკეთესო ლიგაში თამაშს მოისურვებს, მაშინ მან პრემიერ ლიგა თავად უნდა გამოსცადოს. ინგლისში თამაში მას ნამდვილად დააინტერესებს, რადგან ყველა მოთამაშე, ვისაც კი ვიცნობ, ყოველთვის მეკითხება, თუ როგორია პრემიერ ლიგაში თამაში". " ლეო უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ლალიგაში თამაშობს და ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან დიდი სიამოვნება იქნება, თუ ინგლისურ ფეხბურთს გამოცდის, ამისათვის კი "სიტი" იდეალური ვარიანტია". " ის ძალიან კარგად იცნობს პეპს, გუნდის სპორტულ დირექტორს და ასევე აღმასრულებელ დირექტორს. თუ ლეო "ბარსას" დატოვებს, ეს სერიოზული გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ თუ მას წასვლა რეალურად სურს, კარგი იქნებოდა ისეთ გუნდში წასულიყო, სადაც უკვე არიან ადამიანები, რომლებიც მას ადაპტაციაში შეუწყობენ ხელს". " როდესაც ამდენი ხანი ერთ კლუბში თამაშობ, მისი დატოვება და სხვაგან გადასვლა ძალიან უცნაური შეიძლება იყოს. მიმაჩნია, რომ ისეთი გუნდები, როგორებიც "პსჟ" და "იუვენტუსი" არიან, ასევე დაინტერესებულები იქნებიან მესის საკუთარ რიგებში ხილვით, მაგრამ ვთვლი, რომ მესისთვის "ბარსელონას" შემდეგ "სიტი" საუკეთესო ადგილია".
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2021 წლის ზაფხულს იწურება და ჯერჯერობით მხარეებს ახალი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.    

სხვა სტატიები