Belive

გიორგი მამარდაშვილი ბარსელონასთან მატჩში სპეციალური მაისურით ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში "ბარსელონასთან" გასამართ დაპირისპირებაში განსხვავებული მაისურით ითამაშებს.

22 წლის ქართველი მეკარე კატალონიაში გასამართ შეხვედრაში შავ მაისურს მოირგებს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "ვალენსია" და "ბარსელონა" ვეტერანი ესპანელი გოლკიპერის, ხოსე ანხელ ირიბარის 80 წლის იუბილისადმი პატივისცემის გამოხატვას აპირებს. ვეტერანი მეკარე კარიერის უმეტესი დროის განმავლობაში შავი ფერის მაისურს ატარებდა და ამ მაისურით "ბილაბოს" შემადგენლობაში სარეკორდო 614 მატჩი ჩაატარა. 

ხოსე ანხელ ირიბარი "ბარსელონას", ბილბაოს "ატლეტიკის" და ესპანეთის ნაკრების მეკარე გახლდათ და 1964 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მას 2022/23 წლების სეზონში “ვალენსიას” მაისურით ყველა ტურნირზე 27 მატჩში აქვს ნათამაშები, აქედან 6-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, მთლიანობაში კი 341 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები