Belive

საბალეტა: "არგენტინას შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა - პაბლო საბალეტამ, 2022 წლის მუნდიალზე და არგენტინის ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

"ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებისგან დიდ გამარჯვებას ველოდები. გუნდს კარგი პერიოდი აქვს, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და მოედანზე გასვლისთანავე ყველასთან ფავორიტის რანგში ასპარეზობენ.

მგონია და "წარსული" კარგ მაგალითს მაძლევს, რომ არგენტინის ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი ფავორიტია. მათ შეუძლიათ ფინალში გასვლა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც, რატომაც არა. მესმის, რომ ბევრი გრანდია, მაგალითად ბრაზილია, საფრანგეთი, ბელგია... თუმცა, არგენტინის ამ შემადგენლობას საერთოდ ყველას დამარცხება შეუძლია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას."

2022 წლის მუნდიალის გარდა, პაბლო საბალეტამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც გაიხსენა.

"2014 წელს ფინალში გავედით, გერმანისთან დავმარცხდით, თუმცა მე მას მაინც დადებითად ვუყურებ, რადგან უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. დღევანდელი არგენტინის ნაკრები გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე ეს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო."

შეგახსენებთ, რომ პაბლო საბალეტა 2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. 11 წლიანი კარიერის განმავლობაში მან "ალბისელესტეს" მაისურით 58 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები