Belive

საბა კვირკველიამ რონალდუს წინააღმდეგ ითამაშა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის პრო ლიგის მე-14 ტურში, საბა კვირკველიას "ალ ახდუდი" კრიშტიანუ რონალდუს "ალ ნასრის" ესტუმრა და 3-0 დამარცხდა. ქართველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მიუხედავად მარცხისა, თავისი გუნდის მცველებს შორის ყველაზე მაღალი (6.3) შეფასება დაიმსახურა. რონალდუმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ჩემპიონატში უკვე 15 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

ამ მომენტისთვის, "ალ ახდუდი" 10 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება, "ალ ნასრი" კი 34 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები