Belive

IFFHS-ის ვერსიით მესი 2023 წლის სიმბოლურ გუნდშია, რონალდო არა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის სიმბოლური გუნდის შემადგენლობა დაასახელა. თერთმეტეულში არ არის კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიელი ფეხბურთელი 2023 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან პორტუგალიისა და საუდის არაბეთის პრო ლიგის "ალ-ნასრის" შემადგენლობაში 59 მატჩში 54 გოლი გაიტანა.

სრულად თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე

ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)

მცველები

რუბენ დიასი (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)

კიმ მინ-ჯაე (ბაიერნი, სამხრეთ კორეა)

ალფონსო დევისი (მიუნხენის ბაიერნი, კანადა)

ნახევარმცველები

როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

ჯუდ ბელინგემი (ბორუსია დორტმუნდი/რეალი, ინგლისი)

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)

ლეო მესი (პარი სენ-ჟერმენი/ინტერ მაიამი, არგენტინა)

ფორვარდები

ჰარი კეინი (ტოტენჰემი/მიუნხენის ბაიერნი, ინგლისი)

ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)

კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი)

სხვა სტატიები