Belive

საბა გოგლიჩიძის შეფასება მილანის ინტერის წინააღმდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრაში ინტერი საბა გოგლიჩიძის უდინეზესთან 1:2 დამარცხდა.

ქართველ ფეხბურთელს უდინეზეს მაისურით სერია A-ში დებიუტი ჰქონდა, ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე, 46-ე წუთზე გამოჩნდა. 21 წლის მცველმა 6-ჯერ მოიგერია შეტევა, ბურთს 16-ჯერ შეეხო და 5-დან 2 გადაცემა ზუსტად შეასრულა.

საბა გოგლიჩიძის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.8

  • Flashscore - 6.6

  • Whoscored - 6.5

უდინეზეს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს (1 გამარჯვება, 1 ფრე) და მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 სექტემბერს, პიზას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები