Belive

საბა გოგლიჩიძის შეფასება ფიორენტინას წინააღმდეგ | VIDEO

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის შეხვედრაში "ფიორენტინამ" "ემპოლი" 2:1 დაამარცხა. სტუმართა ერთადერთ გოლში უდიდესი წვლილი მიუძღვის საბა გოგლიჩიძეს, რომელმაც ჯერ ბურთი ჩაჭრა, შემდეგ ჩააწოდა და თანაგუნდელ ჯაკოპო ფაცინის 59-ე წუთზე გაატანინა.

საბა გოგლიჩიძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 7.1 დაუწერა. მან ერთი ასისტი მიითვალა, რომელიც "ემპოლის" რიგებში მისთვის სადებიუტო იყო, ბურთი ერხელ მოიგერია და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, ართმევის მცდელობა 3-ჯერ ჰქონდა, 11 ორთაბრძოლიდან 8 მოიგო, 35 გადაცემიდან 27 ზუსტად შეასრულა.

"ემპოლი" სერია A-ს ცხრილში 25 ქულით ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა (4 მოგება, 13 ფრე, 17 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 4 მაისს, 14:30 საათზე "ლაციოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები