ევროპა ლიგა: მერვედფინალური წყვილები და სატურნირო ბადე ცნობილია
ევროპული ფეხბურთის რანგით მეორე ტურნირზე მერვედფინალური ეტაპის წყვილები და საპლეიოფო ბადე გაირკვა.
წილისყრა უეფას სათაო ოფისში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარეობს ტურნირის დარჩენილი, დასკვნითი ეტაპის ბადე ცნობილი გახდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის გუნდი, ლიონის "ოლიმპიკი" მერვედფინალში ბუქარესტის "სტიაუას" შეხვდება, იქ გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალის საგზურს "რეალ სოსიედადსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის უკეთესთან გაითამაშებს.
მერვედფინალური წყვილები ასეთია:
პლზენის "ვიქტორია" - რომის "ლაციო"
ამსტერდამის "აიაქსი" - ფრანკფურტის "აინტრახტი"
"რეალ სოსიედადი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
"ფენერბახჩე" - გლაზგოს "რეინჯერსი"
"ბოდო/გლიმტი" - პირეოსის "ოლიმპიაკოსი"
"აზ ალკმაარი" - "ტოტენჰემი"
ბუქარესტის "სტიაუა" - "ლიონი"
"რომა" - ბილბაოს "ატლეტიკი"
სატურნირო ბადე ასე გამოიყურება:
