Belive

პირველი კომენტარი - რამდენად მძიმეა კვარაცხელიას ტრავმა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. "დინამო მოსკოვის" მცველის უხეში თამაშის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა ცხვირი დაიზიანა. ექიმებმა ხვიჩა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა Sport24.ru-ის ჟურნალისტმა არარატ მამბრეიანმა.
"ხვიჩამ ტვინის შერყევა და ცხვირის დაზიანება მიიღო. ტრავმის რა სიმძიმეა, გატეხილია თუ არა ცხვირი, ჯერჯერობით არ შეიძლება, რომ  ითქვას. ამის შესახებ დასკვნების გამოტანა კომპიუტერული გამოკვლევის შემდეგ შეიძლება. შერყევა სერიოზული არ არის - კვარაცხელია საკუთარი ფეხით დადის და ყველას ცნობს," - განაცხადა ჟურნალისტმა.
იხილეთ: არასპორტული თამაში - დინამო მოსკოვის მცველმა კვარაცხელიას სახეში მხარი ჩაარტყა  

სხვა სტატიები