Belive

რუსეთი, ტაჯიკეთი, ერაყი - ცენტრალური აზიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტურნირი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანმა ფარიდუნ სალიევმა განაცხადა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ზაფხულში ცენტრალური აზიის ფეხბურთის ფედერაციის (CAFA) პირველ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური აზიის ფეხბურთის ფედერაციის პირველ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 9-21 ივნისს, მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით“, - განაცხადა სალიევმა, "Match Tv"-ს ეთერში.

ტურნირში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციის გუნდები - ტაჯიკეთი, ირანი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და ავღანეთი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ (FIFA) და ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ (UEFA) გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული კლუბი ამ ორგანიზაციების მიერ კონტროლირებად ყველა შეჯიბრში დაბლოკონ. მიზეზი კი რუსეთ-უკრაინის ომია.

24 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, რუსეთის საფეხბურთო ფედერაციის (RFU) და "უეფას" წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ რუსული კლუბებისა და გუნდების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების შემდგომი თანამშრომლობის პროცედურაზე და მიღწეულ იქნა შეთანხმება თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

ახალ შეჯიბრს ფიფას და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სხვა სტატიები