Belive

"ჩემი მამოძრავებელი ძალა ფული არასდროს ყოფილა, ამიტომ არ წავედი არაბეთში" - სერხიო რამოსი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

18-წლიანი პაუზის შემდეგ სერხიო რამოსი "სევილიაში" დაბრუნდა. 37 წლის ფეხბურთელმა, ანდალუსიურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ესპანელი მცველის შეძენით რამდენიმე თურქული გუნდი და ,,ალ იტიჰადი'' ინტერესდებოდა, თუმცა რამოსმა ახალგაზრდობის გუნდში დაბრუნება ამჯობინა. 

პარიზში კიდევ ორი წლი შემეძლო დარჩენა, თუმცა, საკუთარ თავს იქ ვერ ვხედავდი. მე ყოველთვის გულით ვმოქმედებდი. ჩემი მამოძრავებელი ძალა ფული არასდროს ყოფილა, ამიტომ არ წავედი არაბეთში ან MLS-ში. - ასეთი იყო რამოსის კომენტარი "სევილიაში" გადასვლის შემდეგ

რამოსმა გასული სეზონი ,,პარი სენ ჟერმენში'' გაატარა, სადაც 45 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლა ლიგის 3 ტურის შემდეგ, ,,სევილია'' უქულოდაა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები