Belive

რუნიმ მანჩესტერის გასახდელის ხუთი ლიდერი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერის" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ, წარსული წლები გაიხსენა და "იუნატედის" გასახდელის სიტუაციაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ფეხბურთელები "აკონტროლებდნენ" გასახდელს და შესაბამისად ფერგიუსონი შიდა პრობლემების მოგვარებაში არ ერეოდა. "გუნდში სიტუაციას ვერავინ აურევდა, რაიან გიგზი, გარი ნევილი, პოლ სკოულზი, რიო ფერდინანდი და მე - ფეხბურთელებს, რომლებსაც გვსურდა რომ მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოში საუკეთესო კლუბი ყოფილიყო, არავის მივცემდით სიტუაციის არევის უფლებას. ჩვენ ვაკონტროლებდით გასახდელს. ალექს ფერგიუსონს არ უწევდა ამის გაკეთება. ჩვენ გვქონდა მენეჯერის რწმენა, რომ ეს ჩვენით გაგვეკეთებინა", - განაცხადა რუნიმ  

სხვა სტატიები