რუმენიგე: ,,ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოსაწყენი იყო''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი შეაფასა:
,,ძველი ჯგუფური ეტაპი მოსაწყენი იყო, რადგან ყველაფერი მე-4 მატჩის შემდეგ წყდებოდა. ახლა პლეი-ოფში გასვლა კარგი გუნდებისთვისაც უფრო გართულდა.
რაც უფრო რთულია, ემოციაც მით უფრო მეტია... დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს თანდათან უფრო დააფასებენ.'' - კარლ-ჰაინც რუმენიგე
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 2 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 6 ქულით დორტმუნდის ,,ბორუსია'' იკავებს, 6 ქულა აქვს კიდევ 6 გუნდს. ბოლო ადგილზე კი ,,იანგ ბოიზია''.
ლიგის მომავალი ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება.