Belive

რუდიგერმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთანაც უთამაშია

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მცველმა, ანტონიო რუდიგერმა, ქარიმ ბენზემას საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია:

,,საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაში მომიწია? ქარიმ ბენზემა!

შემეძლო, მოდრიჩი, კროოსი ან აზარი (ჩელსიში თამაშისას) დამესახელებინა, მაგრამ ბენზემა უნდა ავირჩიო, მას საოცარი ინტელექტი ჰქონდა.'' - ანტონიო რუდიგერი

ბენზემა მადრიდის ,,რეალში'' 2009-2023 წლებში თამაშობდა. ფრანგმა თავდამსხმელმა ,,სამეფო კლუბის'' მაისურით ჩატარებულ 648 შეხვედრაში 354 გოლი გაიტანა და 165 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქარიმმა და რუდიგერმა მადრიდული გრანდის შემადგენლობაში ერთად ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.

სხვა სტატიები