Belive

რუდიგერის ტრანსფერით 4 ევროპული გრანდი ინტერესდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი ევროპული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის", "პარი სენ-ჟერმენის", "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" მესვეურები ანტონიო რუდიგერის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ევროპული ფეხბურთის ფლაგმანები წინა-საკონტრაქტო შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. 28 წლის მცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და დიდი ალბათობით რუდიგერი "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებს. "არისტოკრატებთან" მოქმედი კონტრაქტის თანახმად, რუდიგერს უფლება აქვს ევროპულ გრანდებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. Sky Sports News-ის მტკიცებით, რუდიგერისათვის ბრძოლაში "რეალი" და "ბაიერნი" დომინირებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ტრანსფერით რალფ რანგნიკიცაა დაინტერესებული, თუმცა პრემიერ ლიგაში მოქმედი რეგულაციების გამო, "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები რუდიგერს ჯერ ვერ დაუკავშირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ რუდიგერი "ჩელსის" დატოვებს იგი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდეს.

სხვა სტატიები