რუდი გარსია: ,,რონალდუმ ტალისკას პენალტი დაუთმო, ეს მის სიდიადეს ადასტურებს''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ალ ნასრის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,აბჰასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ტალისკას პენალტი დაუთმო:
,,კრიშტიანუ რონალდუ დიდი ფეხბურთელია. მან ტალისკას პენალტი დაუთმო, რაც მის სიდიადეს ადასტურებს.
ეს მატჩი ფეხბურთელებისთვის გაკვეთილი იყო: ორივე ტაიმს სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ,'' - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საუდის არაბეთის პრო ლიგის 21-ე ტურში ,,ალ ნასრმა'' ,,აბჰას'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩის 78-ე წუთზე რონალდუმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე კი პორტუგალიელს დუბლის გაფორმება შეეძლო, თუმცა პენალტი ტალისკას დაუთმო.