Belive

რუდი გარსია კვარაცხელიაზე: ,,კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ცოტათი დაიკარგა''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,ლაციოსთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ნახევარში მოგებას ვიმსახურებდით, შესანიშნვი ტაიმი გვქონდა, ,,ლაციომ'' კი ერთადერთი მომენტი შექმნა და გაიტანა.

 

მეორე ტაიმში ძალიან ცუდი ვიყავით დრიბლინგებსა და მომენტების შექმნაში. მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენს ვუტევდით, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა. ბიჭებმა უნდა ისწავლონ, რომ თუ ვერ იგებენ, ფრედ მაინც უნდა ითამაშონ. მეორე ნახევარში კარშიც კი არ დაგვირტყამს.

 

კვარაცხელიამ ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ კი ცოტათი დაიკარგა და ბურთი რამდენიმეჯერ აართვეს. ვიცოდით, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო, მან ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. კვარამ აჩვენა თუ როგორი ფეხბურთელია, მატჩის გარდატეხა შეუძლია. დღეს ცოტათი არ გაუმართლა.'' - განაცხადა გარსიამ.

სერია A-ს მე-3 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ლაციოსთან'' შინ 1:2 დამარცხდა. 

რუდი გარსიას გუნდი 3 ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა და ლიდერ ,,მილანს'' 3 ქულით ჩამორჩება.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას 16 სექტემბერს, ,,ჯენოასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები