რუდი გარსია: "კვარა კიდევ უფრო მეტად მოუმატებს"
რუდი გარსიას მნიშვნელოვანი გამოწვევა ელოდება: რამდენად შეძლებს "ნაპოლი" ლიდერის სტატუსის შენარჩუნებას ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით და როგორ ფორმაში შეხვდებიან სეზონს გუნდის ლიდერები ნანატრი სკუდეტოს მოგების შემდეგ?
DAZN-თან საუბრისას, "პარტენოპეის" ახალმა თავკაცმა წამყვანი ფეხბურთელები ინდივიდუალურად დაახასიათა.
ვიქტორ ოსიმენი
ოსიმენი მებრძოლი ფეხბურთელია. მოედანზე გამართული ყველა შეჯიბრის მოგებას ცდილობს და გუნდი საკუთარი მიმართულებით მიჰყავს. რაღაცით, კრიშტიანუ რონალდუს წააგავს: როდესაც იგებს, ბედნიერია. უდავოა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში.
ხვიჩა კვარაცხელია და დი ლორენცო
კვარაცხელიას კიდევ შეუძლია განვითარება. ძალიან სასიამოვნოა მისი ყურება, როდესაც ბურთს იღებს და დრიბლინგს იწყებს.
დი ლორენცო გამორჩეული ადამიანია, რადგან სხვებზე ფიქრობს, ის დიდი კაპიტანია. როდესაც ახალ კლუბში მივდივარ, ვეძებ ადამიანს, რომელიც ჩემი გუნდის კაპიტნობას შეძლებს და ცხადია, "ნაპოლის" კაპიტნად ჯოვანი დი ლორენცო რჩება.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს პირველ მატჩს 19 აგვისტოს გამართავს. რუდი გარსიას გუნდი, გასვლით შეხვედრაში, ფროზინონეს დაუპირისპირდება, რომლის შემადგენლობაშიც ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი, გიორგი კვერნაძე ირიცხება.