ყაზანის ,,რუბინის'' თავდამსხმელმა, ჯორჯე დესპოტოვიჩმა, სოციალურ ქსელში თანაგუნდელთან - ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა, რომელზეც დააწერა: ,,საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მინახავს.''
გუშინ ,,რუბინმა'' ამხანაგურ შეხვედრაში ,,სოჭი'' 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა და თამაშის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით არაერთი ევროპული გუნდი ინტერესდება. ხვიჩამ გასულ სეზონში ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.