Belive

რუბინის გენერალური დირექტორი: ,,ხვიჩას არ ეძინა, გამოფიტული იყო, მაგრამ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის ,,რუბინის'' გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, ,,სოჩისთან'' მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
,,სოჭი ძალიან კარგი გუნდია, ამიტომ მოგებით გახარებული ვარ. ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დონე კიდევ ერთხელ აჩვენა. ის ყაზანში 9 საათზე ძალიან დაღლილი დაბრუნდა და 90 წუთი ამიტომ ვერ ითამაშა. ,,სოჭისთან'' მატჩის წინ, სლუცკის გულწრფელად უთხრა, რომ გადაიღალა. მას არ ეძინა, გამოფიტული იყო, მაგრამ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა,'' - განაცხადა საიმანოვმა.
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ,,რუბინმა” ,,სოჭის” უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1-0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები