რუბენ ამორიმი: "მე მეოცნებე ვარ და ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა, პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა. 39 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი მეექვსე დანიშნული მწვრთნელია მას შემდეგ, რაც იუნაიტედმა პრემიერლიგის ტიტული მოიგო (2013 წელი). მან კლუბში ერიკ ტენ ჰაგი ჩაანაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამორიმმა სულ 2 ვარჯიშის ჩატარება მოასწრო, ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა.
მე ცოტა მეოცნებე ვარ, მე მჯერა საკუთარი თავის, მჯერა კლუბის, ჩვენ იგივე ხედვები გვაქვს. მე ვიცი, რომ თქვენ (მედიას) ბევრი რამის არ გჯერათ, თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
მე შესაფერესი ბიჭი ვარ შესაფერისი მომენტისთვის, ამიტომ ახლა არაფერზე არ ვღელავ. ჩვენ ვაშენებთ ახალ კლუბს. იმედი მაქვს, აქ რაღაც განსხვავებულს ვასწავლი ჩემს ფეხბურთელებს. ეს არის საუკეთესო კლუბი ინგლისში და ჩვენ გვინდა გამარჯვება, სულ ეს არის.
ჯერ მხოლოდ წვრილმანებზე შემიძლია ვისაუბრო, დეტალებია გამოსასწორებელი. რაც შევამჩნიე ისაა, რომ ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავთ. მოსამატებელი გვაქვს უკან დახევის დროს სისწრაფეშიც.
როცა ჟოზე მოურინიო "ჩელსიში" მივიდა (2004 წელი), მან დაამტკიცა, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო იყოს, ჩემს შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, ჟოზე პრემიერლიგაში ისე მოვიდა, როგორც ნამდვილი ჩემპიონი, მე კი ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. - განაცხადა რუბენ ამორიმმა
ერიკ ტენ ჰაგის გათავისუფლების შემდეგ, მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად რუდ ვან ნისტელროი დაინიშნა, თუმცა ნიდერლანდელი მხოლოდ 2 თამაშში წრთვნიდა 'ეშმაკებს'. ამორიმმა საკუთარი გუნდი მოიყვანა და იუნაიტედმაც ნისტელროი გუნდიდან გაუშვა. 24 ნოემბერს, იუნაიტედი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს, "იფსვიჩის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"I'm a dreamer... I believe in the club and the players" ✨
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) November 22, 2024
Ruben Amorim on his Manchester United objectives in his first press conference 🎙 pic.twitter.com/OuWeMmSphm