,,როცა ნეიმარი მატჩის შემდეგ ქომაგებს ტაშს უკრავდა, პსჟ-სგან 200 ათას ევროს იღებდა'' - ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ლიუის ბრაიენმა, ,,პარი სენ ჟერმენთან'' ნეიმარის კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტზე გაამახვილა ყურადღება:
,,ყველაზე გიჟური რამ, რაც კი ოდესმე გამიგია, ეს პსჟ-ში ნეიმარის კონტრაქტის პუნქტია.
პარიზული კლუბის წევრთან ერთად სამწვრთნელო კურსზე ვიყავი. მან თქვა, რომ ნეიმარის ხელშეკრულებაში არსებული პირობის თანახმად, ყოველ ჯერზე, როცა ბრაზილიელი მატჩის შემდეგ გულშემატკივრებთან მიდიოდა და ტაშს უკრავდა, ბონუსის სახით 200 000 ევროს იღებდა...'' - ლიუის ბრაიენი
ნეიმარი ,,პსჟ-ში'' 2017-2023 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 173 შეხვედრაში 118 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🗣️ Lewis Bryon (Crystal Palace footballer):
— Football Talk (@FootballTalkHQ) November 25, 2024
“The maddest clause I’ve heard is Neymar at PSG! On a coaching course, I was with a member of PSG’s club staff. He said that Neymar has a clause in his contract that every time he went over and claps the fans after a match, he gets a… pic.twitter.com/mAbSangiwm