,,როცა მაისური ვთხოვე, ხელი ზიზღით ჩამომართვა'' - ალ ვაჰდას ფორვარდი რონალდუზე
,,ალ ვაჰდას'' თავდამსხმელმა, ჟან-დავიდ ბოგელმა, კრიშტიანუ რონალდუს მხრიდან მის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობაზე ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ, რონალდუს ,,ალ ნასრი'' საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალიდან სწორედ ,,ალ ვაჰდამ'' გააგდო და მატჩში ერთადერთი გოლი ბოგელმა გაიტანა.
,,მატჩის ბოლოს რონალდუსთან მივედი და ვუთხარი, რომ მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი და მაისური ვთხოვე. გავჩუმდი, რადგან მის თამაშზე გავიზარდე, ახლაც მახსოვს, როგორც ვუყურებდი მის მატჩებს.
მესმის, რომ მარცის შემდეგ კრიშტიანუ იმედგაცრუებული იყო, რადგან მოგება ძალიან უყვარს, მაგრამ მისმა დამოკიდებულებამ გამაკვირვა. მოედანზეც ძალიან გაღიზიანებული იყო და თანაგუნდელებს უყვიროდა,'' - ბოგელის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,ალ ნასრის'' მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
Jean-David Beauguel, joueur d'Al-Wehda qui a éliminé Al-Nassr en Coupe lundi, sur Cristiano Ronaldo 💬 : "À la fin du match, je lui ai dit que j'étais un grand fan et lui ai demandé son maillot. Il m'a serré la main sans vraiment me regarder, d'un air très méprisant. Je suis… pic.twitter.com/L2BRFKhHRE
— Footballogue (@Footballogue) April 26, 2023