Belive

რონალდუსა და ერიკ ტენ ჰააგს კონფლიქტი საყურეების გამო ჰქონდათ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Manchester Evening News წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰააგსა და გუნდის ყოფილ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა მათი თანამშრომლობის დასაწყისშივე გაჩნდა. მათი თანამშრომლობა იდეალურს კიდევ უფრო დაშორდა, როცა ერთ-ერთ ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, ვარჯიშის დროს, მოთამაშეებს საყურეების და სხვა სამკაულების მოხსნა მოსთხოვა, პორტუგალიელმა კი უარი განაცხადა - სულშერისა და რალფ რანგნიკის დროს ასეთი მოთხოვნები არ არსებობდა. ტენ ჰააგი აგრძელებდა დაჟინებულ მოთხოვნას და თავის თანაშემწეს, სტივ მაკლარენს დაავალა, რომ „ერთხელ და სამუდამოდ“ მოეგვარებინა ეს საკითხი. ინგლისელმა ფეხბურთელთან საუბარში პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა სცადა, მაგრამ პასუხად რონალდუმ 1000 ფუნტის ღირებულების საყურე ბუჩქებში მოისროლა.

რონალდუმ ნიდერლანდელი სპეციალისტის შემადგენლობაში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ეს მკვეთრად განსხვავდება სულშერის მწვრთნელობით მიღწეული შედეგისგან - 13 თამაში და 9 გოლი, რალფ რანგნიკთან ერთად კი პორტუგალიელმა 22 შეხვედრაში 12-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

სხვა სტატიები