როდის დაასრულებს რონალდუ სანაკრებო კარიერას? მედიაში ზუსტი თარიღი სახელდება
გავრცელებული ცნობებით, კრიშტიანუ რონალდუ მალე პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ბოლო, გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს.
როგორც Goal წერს, სავარაუდოდ, თავდამსხმელი ბოლო შეხვედრას 24 სექტემბერს, ერთა ლიგაზე, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს მატჩი სპორტინგის სტადიონზე - ჟოზე ალვალადეზეა ჩანიშნული.
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ჟორჟე ჟეზუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემადგენლობის რადიკალურ ცვლილებას არ გეგმავდა და რონალდუსთვის კარს ღიად ტოვებდა:
„ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ ახალი მწვრთნელი მოვა და უამრავ მოთამაშეს შეცვლის. ეს ასე არ მოხდება, სულელი არ ვარ. გარდა ამისა, არც საკმარისი დრო მაქვს იმისთვის, რომ გამოვიძახო ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ამჯერად განაცხადში არ იყვნენ.'' - ჟორჟე ჟეზუში
რონალდუს სანაკრებო კარიერა 2003 წელს დაიწყო. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 233 შეხვედრაში 146 გოლია (ეს ორივე სტატისტიკა სანაკრებო დონეზე ყველა დროის რეკორდია).
კრიშტიანუს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა (2-ჯერ) აქვს მოგებული.
Cristiano Ronaldo is reportedly set to announce his retirement from international football after one final appearance for Portugal.
— Football Talk (@FootballTalkHQ) July 23, 2026
The forward is expected to bid farewell to the national team in a Nations League match against Wales. [@goal] pic.twitter.com/LB9TOXk0Fs