რონალდუს ვაჟმა ალ ნასრის ასაკობრივ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა "ალ ნასრის" 13-წლამდელთა გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.
შეთანხმების მიხედვით, ახალგაზრდა პორტუგალიელი სულ რამდენიმე დღეში დაიწყებს ვარჯიშს. აღსანიშნავია, რომ უმცროსი რონალდუ მამის მსგავსად 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ "ალ ნასრში" გასულ წელს გადავიდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი კლუბში 2025-წლამდე დარჩება. სათამაშო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რონალდუ 2030 წლამდე კლუბის ელჩი იქნება. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, კრიშტიანუს ანაზღაურება ,,ალ ნასრში” კვირაში 1 მილიონ დოლარს აღემატება.