Belive

რონალდუს შემდეგ ბუსკეტსი?! - ალ ნასრის შეთავაზება ესპანელს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუს შეძენის შემდეგ, "ალ ნასრი" არაერთი ვეტერანი და გამოცდილი ფეხბურთელით არის დაინტერესებული. ერთ-ერთი ასეთი სერხიო ბუსკეტსია, რომელსაც საუდის არაბულმა კლუბმა შეთავაზება უკვე გაუკეთა.

ამ ყველაფერს კი ის ფაქტი ემატება, რომ 34 წლის ესპანელ ლეგენდარულ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, რის გახანგრძლივებაზე არც ფიქრობს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბუსკეტსმა კატალონიური კლუბის დატოვება 2023 წლის იანვარში დააპირა, თუმცა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - ხავიმ, მას ეს აზრი გადააფიქრებინა.

"მას ჩვენთან კონტრაქტი ივნისამდე აქვს, ივნისის ბოლომდე ბუსკეტსი "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ..." - განაცხადა ხავიმ.

"ალ ნასრი" ბუსკეტს სეზონის განმავლობაში 13 მილიონ ევროს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რას მოიფიქრებს ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბუსკეტსის გადაბირებით "ინტერ მაიამია" დაინტერესებული. ბუსკეტსი არ მალავს, რომ აშშ-ში თამაში სურს, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში "ინტერ მაიამის" მესვეურებს, 34-წლის ესპანელისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ.

სერხიო ბუსკეტსი 2008 წლიდან "ბარსელონას" შემადგენლობაში თამაშობს. 15 წლის განმავლობაში მან 465 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 11-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები