Belive

რონალდუს საოცარი კონტრაქტის ვრცელი დეტალები

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და საუდის არაბეთის კლუბ ალ ნასრის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის კლუბში კიდევ 2 წლით დარჩება და საერთო ჯამში დაახლოებით 400 მილიონ ევროს მიიღებს.

კრიშტიანუ რონალდუს გასაოცარი კონტრაქტის დეტალები ძალიან საინტერესოა, სადაც ყველაფერი დეტალურადაა მოცემული:

  • 209 მილიონი ევრო წელიწადში

  • 4 მილიონი ევრო კვირაში

  • ალ-ნასრის 15%-იანი წილი (სავარაუდოდ, 38 მილიონი ევრო)

  • 29 მილიონი ევროს ბონუსი - გაიზრდება 45 მილიონ ევრომდე, თუ ის მეორე წლის კონტრაქტსაც გააქტიურებს

  • 94 ათასი ევროს ბონუსი თითო გოლზე (იზრდება 20%-ით მეორე წელს)

  • 47,000 ევროს ბონუსი თითო საგოლე გადაცემაზე (იზრდება 20%-ით მეორე წელს)

  • 9.5 მილიონი ევროს ბონუსი, თუ ალ ნასრი მოიგებს საუდის პრო ლიგის ტიტულს

  • 4.7 მილიონი ევროს ბონუსი, თუ მოიგებს საუდის პრო ლიგის ოქროს ბუცს

  • 7.6 მილიონი ევროს ბონუსი, თუ ალ ნასრი აზიის ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

  • 4.7 მილიონი ევროს ღირებულების კერძო თვითმფრინავის ხარჯებს, რომლებსაც ალ-ნასრი დაფარავს

  • 71 მილიონი ევროს ღირებულების გარიგებები სპონსორებთან, რომლებსაც ალ-ნასრი დაჰპირდა საუდის არაბეთის კომპანიებთან და იმ კომპანიებთან, რომლებიც იმ ბაზარზე მუშაობს.

სხვა სტატიები