Belive

მესი საუკეთესოა | CIES-ის ბოლო ერთი წლის მონაცემები

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების რეიტინგი, რომლებმაც ბოლო 365 დღის განმავლობაში, 67 ეროვნულ ლიგაში, ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს და საგოლე გადაცემა გააკეთეს.

გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მხოლოდ შიდა ჩემპიონატებში მიღწეული შედეგები. როგორც აღმოჩნდა, ლეო მესი მსოფლიოში ლიდერობს გოლს+ასისტი სისტემით - მან სულ 59 გოლი შექმნა (37 გოლი და 22 საგოლე გადაცემა).

მესი ასევე ლიდერობს ლიგის დონის კოეფიციენტების ინდექსში (მაგალითად, პრემიერ ლიგას ენიჭება 1.0 კოეფიციენტი, ლა ლიგას - 0.968 კოეფიციენტი და ა.შ). მესიმ ამ ინდექსში 66.3 ქულა დააგროვა, რაც ყველაზე მაღალი ქულაა.

ტოპ 100-ში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ლამინე იამალია (29 საგოლე ქმედება - 18 საგოლე გადაცემა, 11 საგოლე გადაცემა). ყველაზე უფროსი 41 წლის კრიშტიანუ რონალდუა (31 საგოლე მოქმედება, 29 გოლი, 22 საგოლე გადაცემა).

ბოლო 365 დღის განმავლობაში, ეროვნულ ლიგებში საგოლე მოქმედებების რაოდენობის მიხედვით, საუკეთესო 5 მოთამაშე:

1. ლეომესი (ინტერ მაიამი) – 59 (37+22)

2. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 42 (35+7)

3. ანდერს დრეიერი (სან დიეგო) – 41 (22+19)

4. კილიან მბაპე (რეალ მადრიდი) – 41 (37+4)

5. ჯერდან შაქირი (ბაზელი) – 38 (19+19)

ლიგის დონის კოეფიციენტის მიხედვით, საუკეთესო 5 მოთამაშე:

1. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 66.3 (59)

2. კილიან მბაპე (რეალ მადრიდი) – 65.4 (41)

3. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 64.5 (42)

4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 54.9 (36)

5. ევანგელოს პავლიდისი (ბენფიკა) – 49.3 (37)

სხვა სტატიები