რონალდუს ფანებმა ჟოაო ნევეშს 'შეუტიეს'
პორტუგალიისა და პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველის ჟოაო ნევეშის ინსტაგრამის კომენტარები, კრიშტიანუ რონალდუს ფანების შეურაცხყოფის შემცველი ტექსტებით აივსო.
41 წლის რონალდუმ, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფის გახსნით მატჩში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ, 1:1 ითამაშა და მისი ინდივიდუალური თამაში ფართო დაცინვის საგანი გახდა.
21 წლის განმავლობაში, მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე, რონალდუს დასამტკიცებელი არაფერი აქვს, მაგრამ ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მისი შეზღუდული მობილურობა და პორტუგალიის მასზე დამოკიდებულება, პროდუქტიული არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ რონალდუს, როგორც გარანტირებული სასტარტო მოთამაშის სტატუსი პორტუგალიის გარეთ ბევრი ექსპერტის მიერ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ერთი ადამიანი, ვისაც მასში ეჭვი არ ეპარება, ჟოაო ნევეშია.
ჩვენ ვიცით, რა გააკეთა კრიშტიანუმ ჩვენთვის, ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის და ფეხბურთის სამყაროსთვის, მაგრამ ამ მომენტში, მან და ჩვენ ვიცით, რომ ის არაფრით განსხვავდება.
ის უბრალოდ კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელიც დაგვეხმარება. ის არ განსხვავდება სხვებისგან. ის აქ არის იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი.
მან ძალიან კარგად ითამაშა. ვფიქრობ, მთელმა გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. - განაცხადა ჟოაო ნევეშმა
რეალურად, ნევეშმა რონალდუზე მხოლოდ დადებით კონტექსტში ისაუბრა, თუმცა კრიშტიანუს ფანებს არ მოეწონათ ის, რომ ჟოაომ პორტუგალიელი 7-იანი გუნდის 'არაგამორჩეულ' წევრად მოიხსენია. ინსტაგრამზე, კომენტარებში, ახლა ნევეშს ამის გამო პასუხს სთხოვენ.
მინდა ნათლად განვაცხადო: თქვენი კომენტარები კრიშტიანუ რონალდუს შესახებ უპატივცემულო და არაპროფესიონალური იყო.
არ არის აუცილებელი, რომ ის მოგწონდეს, მაგრამ პატივი უნდა სცე. ეს იგივე ადამიანია, რომელსაც 5 ოქროს ბურთი, 5 ჩემპიონთა ლიგა აქვს და ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ის არის მიზეზი, რის გამოც მილიონობით ბავშვმა აიღო ბურთი ხელში, მათ შორის თქვენი თაობის მოთამაშეებმა.
თქვენ ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე ხართ, მაგრამ პატივისცემის გარეშე ნიჭი არაფერს ნიშნავს. ლეგენდებმა შექმნეს ეს თამაში თქვენთვის.
გამოიჩინე კლასი და რონალდუს სახელი არ ახსენო.
პორტუგალიის ნაკრებში არავის დაანტირესებდი, იქ რომ რონალდუ არ გყავდეს.
ვინ ხართ თქვენ და რა გააგიკეთებიათ ეროვნული ნაკრებისთვის? შენ და ყველა მოთამაშემ მადლობა უნდა გადაუხადოთ ღმერთს, რომ კრიშტიანუ რონალდუ თქვენთვის და ეროვნული ნაკრებისთვის თამაშობს. - ვკითხულობთ ჟოაო ნევეშის ფოტოს კომენტარებში
კონგოსთან ერთადერთი გოლი სწორედ ნევეშმა, თავური დარტყმით გაიტანა. მეორე ტურში, პორტუგალია უზბეკეთს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ კომენტარების გათიშვის ფუნქცია დააყენა ჟოაო ნევეშის შეყვარებულმაც, რომელსაც ასევე კრიტიკის ნიაღვარი დაატყდა.