ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედამ საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც შესაძლოა "ბიანკონერის" ფანების უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.
დოლორეს ავეირუმ Twitter-ზე კრიშტიანუ რონალდუს ფოტო შემდეგი ტექსტით განათავსა: "კრიშტიანუ, ფეხბურთელი რომელიც თითქმის 20 წლიანი კრიზისის შემდეგ, "იუვენტუსს" ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა."
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ "ბიანკონერის" 2018 წელს შეუერთდა. რონალდუს ტურინში გადაბარგებამდე "იუვენტუსმა" ზედიზედ შვიდჯერ შეძლო სკუდეტოს მოპოვება.